mdinareuli formebi - gube

 

ხელოვნური წყალსატევი, რომელიც განკუთვნილია წყალმომარაგებისათვის, სარწყავად, თევზის გამრავლებისთვის, ფრინველებისათვის და ასევე სანიტარული და სპორტული მოთხოვნილებებისათვის.

პირობითად, ხელოვნური წყალსატევი, რომლის წყლის მოცულობა შეადგენს 1 მლნ. კუბურ მეტრს - გუბე ეწოდება, ხოლო მილიონზე მეტი მოცულობისას კი - წყალსაცავი.

შეიძლება საზრდოობდეს გრუნტისა და წვიმის წყლებით, ასევე მასში ზოგჯერ მცირე ნაკადულებიც ჩაედინება.

სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე გუბეებს ქმნიან გამოყენებადი ადგილების მოსარწყავად, ასევე მშრალი და უწყლო ადგილების წყალმომარაგებისათვის, იქთიოფაუნისა და წყალზემოცურავე ფრინველების გამრავლებისათვის. გუბის წყალი გამოიყენება აგრეთვე სარეცხად და საბანაოდ. ხშირად გარშემორტყმულია ხე-მცენარეულობით, რის შედეგადაც ქმნის საკმაოდ კარგ დასასვენებელ ადგილს.

გუბე როგორც წყლის ობიექტი, შეადგენს ჰიდროლოგიურ ელემენტს.